დემოკრატია ბერძნული სიტყვა და ხალხის მართველობას ნიშნავს (დემოს - ხალხი, კრატოს - მართვა, ძალა). როგორც იცით საქართველოში არა ლეგიტუმურმა / დე ფაქტო ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა, რომელშიც მხოლოდ ერთი კანდიდატი - მიხეილ ყაველაშვილი იყო წარმოდგენილი, რაც მე პირადად საბჭოთა კავშირს მომაგონებს. ქართული ოცნების ამ ნაბიჯით მეც გაოცებული ვარ, რადგან თუ ხელოვნურად "ხალხის ძალის" წყალობით შეძლეს ხელოვნური "ოპოზიციის" შექმნა, მაშინ აქაც გამოენახათ სხვა საშუალებები, რომ არჩევნებს შედარებით დემოკრატიული სახე ჰქონოდა, მაგრამ არა... ისიც გასათავალისწინებელია, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი ხალხს არ აურჩევია, სარჩევნო კოლეგიამ აირჩია და 224 ხმით/100%-ით გაიმარჯვა. მოდი, განვიხილოთ, რამდენად შეიძლება არსებული არჩევნები ჩაითვალოს დემოკრატიულად, ერთ კანდიდატიანი არჩევნები დემოკრატიის ნაწილად განიხილება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგრამ ზოგადად, ისინი არ შეესაბამება დემოკრატიული არჩევნების ძირითად პრინციპებს, როგორიცაა კონკურენცია, არჩევანის თავისუფლება და პლურალიზმი.
რატომ არ არის დემოკრატიული:
კონკურენციის ნაკლებობა: დემოკრატიული არჩევნების არსია სხვადასხვა კანდიდატებს შორის თავისუფალი კონკურენცია. ერთი კანდიდატის არსებობა მოსპობს ამ კონკურენციას.
არჩევანის შეზღუდვა: მოქალაქეებს/ხმოსნებს უნდა ჰქონდეთ ალტერნატივები, რათა მათ რეალურად შეძლონ საკუთარი შეხედულებების და ღირებულებების შესაბამისი წარმომადგენლის არჩევა.
პოლიტიკური პლურალიზმი: დემოკრატია გულისხმობს განსხვავებული იდეების, იდეოლოგიების და პარტიების თანაარსებობას. ერთ კანდიდატიანი არჩევნები ამას არ ასახავს.
მარტივად რომ ვთქვა, იქ არ არსებობს დემოკრატია, სადაც არ არსებობს განსხავავებული აზრი... და აი ავტორიტარებს (და სხვა არა დემოკრატიულ რეჟმებს) სძულთ განსხვავებული აზრი.
განსაკუთრებული შემთხვევები:
ეროვნული კონსენსუსი ან კრიზისის პერიოდი: თუ ერთი კანდიდატი წარმოშობს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს და მისი არჩევა დროებითი ან განსაკუთრებული კრიზისის განმუხტვის საშუალებაა, ეს შეიძლება გარკვეულწილად გასაგები იყოს. თუმცა, ეს მაინც უნდა მოხდეს ღია და თავისუფალი პროცესის პირობებში.
დამოუკიდებელი კანდიდატი: თუ სხვა კანდიდატებმა გადაწყვიტეს არ მიიღონ მონაწილეობა, და ამ პროცესში არ ყოფილა იძულება ან მანიპულაცია, ეს ფორმალურად შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიული პრინციპების დაცვად.
ერთ კანდიდატიანი არჩევნები შეიძლება ფორმალურად ჩატარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში, მაგრამ პრაქტიკულად, ეს არ ასახავს სრულფასოვან დემოკრატიულ პროცესს. ამისთვის აუცილებელია მრავალპარტიული კონკურენცია და მოქალაქეების რეალური არჩევანის შესაძლებლობა.
ერთ კანდიდატიანი საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ ტარდება ავტორიტარულ და ნახევრად ავტორიტარულ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური კონკურენცია იყო/არის მკაცრად შეზღუდული ან საერთოდ არ არსებობდა/არსებობს. ასეთ არჩევნებში მოსახლეობას რეალურად არ აქვს არჩევანის თავისუფლება, რადგან არ არსებობს ალტერნატიული კანდიდატები. მაგალითად:
საბჭოთა კავშირი: საბჭოთა კავშირში (1922–1991) არჩევნები ფორმალურად ტარდებოდა, მაგრამ ყოველთვის იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, რომელიც წარდგენილი იყო კომუნისტური პარტიის მიერ. ასევე დღემდე ყველასთვის ცნობილია, რომ გარკვეული მანეთის საფასურად ასახელებდა კომუნისტური პარტია კანდიდატს. ხალხს ჰქონდა არჩევანი მხოლოდ "კი" ან "არა" ეთქვა პარტიის მიერ არჩეული კანდიდატისთვის.
ჩრ. კორეა: ჩრდილოეთ კორეაში (1953 წლიდან დღემდე) არჩევნები ფორმალურად ტარდება, მაგრამ სიაში ყოველთვის არის მხოლოდ ერთი კანდიდატი. ეს კანდიდატი წარმოდგენილია მმართველი პარტიის მიერ და არჩევნები მხოლოდ ლეგიტიმაციის ფორმაა.
ჩინეთი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც მმართველია კომუნისტური პარტია, არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ პარტიის მიერ შერჩეული კანდიდატები. პრეზიდენტი ფაქტობრივად პარტიის ხელმძღვანელობით ირჩევა.
ერიტრეა: 1993 წლიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ერიტრეაში არასდროს ჩატარებულა კონკურენტული არჩევნები. პრეზიდენტი ისაიას აფვერკი ხელისუფლებაშია 30 წელზე მეტა და არჩევნებში სხვა კანდიდატები არ ყოფილან.
ეგვიპტე: 1981-2005 წლებში ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დროს, ეგვიპტეში არჩევნებში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი. მისი მმართველობა გ30 წელზე მეტი ხანი გაგრძელდა
საქართველო - ერთ დღეს ამ სტატის ამ სიიდან ამოვშლი... ჯერ ბრძოლა დემოკრატისთვის და ევროპული მომავლისთვის არ დამთავრებულა.
თანამედროვე პერიოდში, ერთ კანდიდატიანი არჩევნები ნაკლებად ხორციელდება ღია ფორმატში. საქართველოს შემხვევაში ეს ახალხანს ვიხილეთ. ხშირად ეს ხდება არაპირდაპირი გზით, მაგალითად, როდესაც ოპოზიციური კანდიდატები დაშინებულნი ან დაპატიმრებულნი არიან, რაც კონკურენციას შეუძლებელს ხდის. ერთ კანდიდატიანი არჩევნები ძირითადად ავტორიტარული ან ტოტალიტარული რეჟიმების ნიშანია. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის ეს პრაქტიკა უცხოა, რადგან იგი უგულებელყოფს პლურალიზმსა და არჩევანის თავისუფლებას.
ავტორი: ლუკა ურუმაშვილი
Comments