top of page

პოლიტიკური იდელოგიები და ლიბერალური ფაშიზმი

მკითხველო, უშალოდ სანამ ლიბერალური ფაშიზმს შევეხები და შევეცდები, რომ ამოვხსნა ეს "უსაშველოდ ამოუხსენლი რამ", ჯერ მსურს გაგაცნო პოლიტიკური იდეოლოგიები და მისი დაყოფის სისტემა.

პოლიტიკური იდეოლოგია აღწერს სახელმწიფოს მართვისა და საზოგადოების მოწყობის სტილს, სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის ურთიერთობებსა და ურთიერთდამოკიდებულებას. ტრადიციულად ისინი მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობად იყოფა, თუმცა ბევრი პოლიტიკის მეცნიერი მიჩნევს,რომ მსგავსი დაყოფა უკვე დრომოჭმული და შეუსაბამოა. ამიტომ დღეს ვაწყდებით სხვადასხვა სახის პოლიტიკურ სპექტერებში გამოსახულ დაყოფებს. ერთ-ერთი ასეთი იდეოლოგიური სეპექტრი არის წრფივის სახით, რომელიც იდეოლოგიებს ტრადიცულად მემარჯვენე და მემარცხენედ ჰყოფს... მაგრამ როგორც უკვე ვახსენე ასეთი დაყოფა არა ზუსტიც კი შეიძლება იყოს, რადგან ზოგი ლიბერალიზმს შედარებით მემარცხენე იდეოლოგიად სვამს, ხოდოლო ზოგი მემარჯვენე. გაჩნია სპექტრის ამწყობს რა წარმოუდგენია მემარჯვენე-მემარცხენეობად, თუ კი ის ამ სპექტს ეკონომიკური თვალსაზრისით ჰყოფს მაშინ ლიბერალიზმი, როგორც თავისუფალი ეკონომიკის მომხრე იგი მარჯვნივ უნდა იყოს, ხოლო თუკი სპექტი პოლიტიკურ და ინდივიდის თავისუფლებას უყურებს იგი მარცხნივ უნდა იყოს. მემარცხენეობისა და მემარჯვენეობის ცნებები წარმოიშვა 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის დროს. ეს ტერმინები ასახავდა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში პოლიტიკური ძალების განლაგებას: მემარცხენე (მარცხენა მხარეს განლაგდნენ): რევოლუციური და პროგრესული შეხედულებების მქონე პირები, რომლებიც იცავდნენ სოციალ-ეკონომიკური თანასწორობის იდეებს და მეფის ძალაუფლების შეზღუდვას. მემარჯვენე (მარჯვენა მხარეს განლაგდნენ): ტრადიციული და კონსერვატიული შეხედულებების მქონე პირები, რომლებიც იცავდნენ მონარქიის და ეკლესიის პრივილეგიებს. დროთა განმავლობაში მემარცხენე-მემარვენეობა, მახასიათებლები და მათი დაყოფა იცვლებოდა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ იგი შეიძლება არაზუსტი და "არასაკმარისი" იყოს.

შემდეგი და შედეარებით უფრო მრავალფეროვანი და ზუსტი პოლიტიკური სპექტრი არის ორგანზმილებიანი სპექტრი:

ორგანზომილებიანი სპექტრი პოლიტიკურ იდეოლოგიებს ორ ასპექტში წარმოგვიდგენს, ერთი მხრივ იდეოლოგიის ეკონომიკურ შეხედულებას (მემარჯვენეობა- კაპიტალიტური; მემარცხენეობა- სოციალურ-ეკონომიკური), მეორე მხრივ ინდივიდის პოლიტიკურ თავისუფლებას ლიბერირანიზმში ადამიანს მეტი თავისუფლება აქვს და ინდივიდის უფლება უფრო მნიშნველოვანია, განსხვავებით ავტორიტარულში (ზოგიერთ შემთხვევაშ კონსერვატიულად მოიხსენიებენ) ამ შემთხვევაში ინდივიდის უფლებებია შეზღუდული, ან კონსერვატიზმს ვაწყდებით და ინდივიდზე მაღლა მთლიანი სოციუმის უფლებები.

ახლა განიხილოთ ძირითადი იდეოლოგიები, რომლთაც ვაწყდებით.


ერთ-ერთ ყველაზე პირველი პოლიტიკური იდეოლოგია ლიბერალიზმი, რომელიც არა მარტო იდეოლოგია, არამედ მსოფლმხედველობაცა. ლიბერალიზმი ქადაგებს ადამიანის/ინდივიდის თავისუფლებას და მის მამად მოიაზრება ჯონ ლოკი, ხოლო ეკონომიკურად ის გვხვდება როგორც მემაჯვენე - კლასიკური ლიბერალიზმი, ასევე მემარცხენე- თანამედროვე/სოციალური ლიბერალიზმი. კლასიკური ლიბერალიზმი ერთგულია თავისუფალი საბაზრო პრინციპისა და იგი უფრო ძველია, მის მამად შეიძლება მივჩნიოთ ადამ სმიტი. ხოლო შემდეგომ კაპიტალიზმის უარყოფითი ჩვენეებბის შემდეგ სოციალურ პრობლემებთან დასაპარისიპირებლად წარმოიშვა სოციალური ლიბერალიზმი, რომელიც ისევე ინდივიდის თავისუფლებას ქადაგებს, მაგრამ ეკონომიკაში გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფოს ჩარევას ამართლებას, ასევე იგი სახელმწიფოს უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს და შესაბამისად თანამედრო ლიბერალიზმი უფრო მეტ სახელმწიფო სერვისებს მოიაზრებს, რითაც იგი უპირისპირდება უთანასწორობას და აგვარებს სოციალურ პრობლემებს.


კონსერვატიზმი არის პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც მხარს უჭერს ტრადიციების, წესრიგისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. იგი ეწინააღმდეგება რევოლუციურ ცვლილებებს და ემხრობა თანდათანობით განვითარებას. იდეოლოგია გაჩნდა მე-18 საუკუნეში, როგორც რეაქცია ფრანგულ რევოლუციაზე, და მისი ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსი იყო ედმუნდ ბერკი. კონსერვატიზმი ხაზს უსვამს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, ეროვნული იდენტობის დაცვას და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას, მათ შორის რელიგიისა და ოჯახის როლს. თანამედროვე კონსერვატორები ხშირად უჭერენ მხარს კერძო საკუთრებას, თავისუფალ ბაზარს და ძლიერ სახელმწიფოს.







კომუნიზმი არის პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ორგანიზებას კლასთა გარეშე, სადაც საკუთრება და რესურსები საერთო სარგებლობისთვის გამოიყენება. იდეოლოგია დაფუძნებულია კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის იდეებზე, რომლებიც აღწერილია მათ ცნობილ ნაშრომში „კომუნისტური მანიფესტი“. მარქსის მიხედვით, კომუნიზმი საბოლოო ეტაპია სოციალური განვითარების, სადაც აღმოფხვრილია კლასობრივი დაპირისპირება და ექსპლუატაცია. კომუნიზმი ერთ-ერთი ანარქიული და უტოპიური იდეოლოგია, მისი საბოლო მიზანი ანარქია და ხელისუფლების შტოების განადგურება იყო, თმცა იქამდე მათი აზრით მსოფლიოში თანდათანობით ყველგან კომუნიზმი უნდა დამყარებული და საბოლო მთელი მსოფლიო მოეცვა, მხოლოდ ამის შემდეგ დამყარდებოდა ანარქიული კომუნიზმი, რომელიც მოსპობდა კლასებს შორის დაპირისპირებას. კომუნიზმის პრაქტიკამ 20-ე საუკუნეში მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეჟიმები შექმნა, მაგალითად, საბჭოთა კავშირი, თუმცა ამ რეჟიმებს ხშირად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ეკონომიკური პრობლემების გამო, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეგმიურმა ეკონმიკამ ვერ გამართლა და დამარცხდა კაპიტალიზმთან ბრძოლაში.


ფოტო სერიალიდან "კაცი მაღალ კოშკში" Link:https://pin.it/22qHAgjHa

ფაშიზმი არის ავტორიტარული პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოს უპირატესობას ინდივიდზე, ძლიერ ცენტრალიზებულ მმართველობას და ნაციონალიზმს. ფაშიზმი ვითარდებოდა 20-ე საუკუნის დასაწყისში და ყველაზე ცნობილი მაგალითია ბენიტო მუსოლინის იტალია, ხოლო ნაციზმი წარმოიშვა გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის მიერ. ნაციზმსა და ფაშიზმს შორის არის გარკვეული განსხვავებები, მაგრამ ორივე მათგანმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფაშიზმის ძირითადი მახასიათებლებია ტოტალიტარული მმართველობა, პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესია, პროპაგანდა და სამხედრო ძალის გაძლიერება. ფაშიზმის იდეები მიიჩნევა დემოკრატიის, თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების უარყოფად, რაც მას პოლიტიკურად კონტრპროგრესულ იდეოლოგიად აქცევს.








ბოლო წლებია ქართული სახელისუფლებო მედიებისგან და ხელისუფლებისგან ხშირად გვესმის სიტყვები: "ლიბერალური ფაშიზმი", "ლიბერალური ნაციზმი", "რადიკალი ლიბერალები" და ა.შ. რას ნიშნავს "ლიბერალური ფაშიზმი" კითხვაზე ხელისუფლება გაურბის... გარკვეულმა ტელემაუწყებლებმა სიუჯეთებიც მიუძღვნეს, რომელშიც ცდილობენ თავისუფლებისთვის და ევროპული საქართველოსთვის მებრძოლი აქტივისტები აგრესორებად წარმოაჩინონ, თუმცა ჩამოყალიბებული განმარტების მოძებნა ჭირს. ლიბერალური ფაშიზმი არის ოქსიმორონი და ეს ორი იდეოლოგია (ლიბერალიზმი და ფაშიზმი) ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავია.შეუძლებელია, ლიბერალიზმსა და ფაშიზმის ერთად განხილვა, მაშნ როდესაც ლიბერალიზმი ქადაგებს ინდივიდის თავიუსფლებას, ხოლო ფაშიზმი ერთი ერის სხვა ერებზე ბატონობას. ისნი ვერც პოლიტიკურ რეჟმში ჯდებიან, ლიბერალიზმი დემოკრატიული რეჟიმის ნაწილი, ხოლო ფაშიზმი არადემოკრატიული, ავტოკრატიული რეჟმია. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ დასავლეთში ულტრა-მემარჯვენე ლიდერები და ასევე ამ ტერმინის ირგვლივ შექმნილი მითებით კვებავენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას რუსეთში მოსახლეობას.ტერმინი ხშირად გამოიყენება პოლიტიკურ დებატებში, სადაც მისი მიზანია ლიბერალური იდეების კრიტიკა, მაგრამ ის არ მიიჩნევა აკადემიურად გამართული ან თეორიულად მკაფიო ტერმინად. ჩემი, ავტორის ვერდიქტი ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთია, ეს ტერმინი არის თავიდან ბოლომდე ოქსიმორონია - გონებამახვილური სისულელე.


ავტორი: ლუკა ურუმაშვილი

5 views

Commentaires


bottom of page