კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:
ანი მენაბდიშვილი
ნინი მოსეშვილი
მარიამ გვარაძე
საბა სელიმაშვილი
გიორგი მარტიაშვილი,
მონაწილეობა მიიღეს საგრანტო კონკურსში, რომელიც პროექტ ,,ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” ფარგლებში გამოცხადდა. თავდაპირველად გაიარეს ოთხდღიანი ტრენინგი თემებზე: გენდერული თანასწორობა, სამოქალაქო აქტივიზმი პროექტების წერა. შემდეგ კი მოიპოვეს დაფინანსება და განახორციელეს პროექტი - ,,დამალული სილამაზე”. პროექტი მოიცავდა მცირე პერფორმანსსა და თემატურ საინფორმაციო შეხვედრას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეძენილი ნივთები: პროექტორის დაფა, ხმის გამაძლიერებელი და მიკროფონი, გადასცეს სკოლას. კაზრეთის N1 საჯარო სკოლა ინიციატივას „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებისთვის“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ქვემო ქართლის რეგიონში ახორციელებს. ინიციატივის ნაწილია პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში’’ (EVAWGG), რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA Georgia) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
Comments