დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში, 16თებერვალს გარემოსდაცვითი აქტივობა მოეწყო.დასუფთავების პროცესში ჩართულნი იყვნენ ჩვენი სკოლის VIა კლასის მოსწავლეები,რომლებსაც ეხმარებოდნენ VIIIგკლასის მოსწავლეები. აქტივობამ საკმაოდ კარგად და წარმატებით ჩაიარა,რაც მთავარია მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი VIკლასის მოსწავლეები,რომლებსაც პარარელურად დავუსვი კითხვა ბუნების დაცვასთან და განხორციელებული აქტივობის საჭიროებასთან და აუცილებლობასთან დაკავშირებით.
რატომ არის აუცილებელი მსგავსი აქტივობების განხორციელება?
VI კლასის მოსწავლე თინათინ ხმალაძე:
,,ჩემი აზრით ,მსგავსი აქტივობები აუცილებელია,რომ ჩატარდეს,რადგან ბუნებამ კარგად ისუნთქოს,მომავალ თაობას ჰქონდეს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების საშუალება,მე ვურჩევდი იმავეს სხვებსაც,თუ თითოეული მათგანი თავის წვლილს შეიტანს ამ საკითხის მოგვარებაში, პრობლემა ბევრად მარტივი მოსაგვარებელი იქნება და შესაბამისად ჩვენც ვიცხოვრებთ სუფთა გარემოსა და პირობებში".
VIკლასის მოსწავლე ნია მუსხელიშვილი:
,,იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის კარგი და სასარგებლოა, უფრო ჯანსაღ გარემოში ვიცხოვრებთ.სხვებსაც ვურჩევდი,რომ მიიღონ მონაწილეობა დასუფთავების პროცესში და თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვის საკითხის მოგვარებაში,რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია,ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა."
VI კლასის მოსწავლე სალომე ბერიძე:
,,ბუნებისთვის არის კარგი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო,შესაბამისად უკეთესი და ჯანსაღი მომავლისთვის აუცილებელია,რომ ხშირად განხორციელდეს მსგავსი აქტივობები."
VI კლასის მოსწავლე ლიზი ზურაბიშვილი:
,,რა თქმა უნდა აუცილებელია.ამ აქტივობის განხორციელება შემოგვთავაზა სასწავლო ნაწილმა, რასაც მე და ჩემი თანაკლასელები სიხარულით დავთანხმდით,რადგან მოგვეცა შანსი მიგვეღო მონაწილეობა გარემოს დაცვის პროცესში,რაც გვაძლევს საშუალებას,რომ ვიცხოვროთ ჯანსაღ და უზრუნველ გარემოში."
VIII გ კლასის მოსწავლე დემეტრე კოდელაშვილი:
,, უდავოდ აუცილებელია მსგავსი აქტივობების ხშირად განხორციელება,უკეთესი მომავლისა და ჯანსაღ პირობებში ცხოვრებისთვის,შესაბამისად,მსგავს აქტივობებში ჩართულობით და მოხალისეობრივი საქმიანობების განხორციელებით, მომავალ თაობას ექნება საშუალება იცხოვროს სუფთა და მოვლილ გარემოში."
ავტორი:მარიამ სოსელია
ფოტო:ანა სიმონიშვილი
Comentarios