top of page

დ.კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში დაარსდა ლიტერატურული ჯგუფი ''ოქროს აკვანი''

დ.კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში დაარსდა ლიტერატურული ჯგუფი, სახელად "ოქროს აკვანი" რომელიც პედაგოგმა, ლელა წიკლაურმა შექმნა. დღეს ინტერვიუ ავიღეთ ლელა მასწავლებლისგან და მისი ჯგუფის წევრებისგან.



,,მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ჩემგან გადაწყვიტეთ აგეღოთ ინტერვიუ. პირველ რიგში წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენი გუნდის ლიდერს.

ეს ჯგუფი შევქმენი მოსწავლეების თხოვნით, სადაც გაერთიანებულები არიან ბავშვები, ვისაც აინტერესებთ ხელოვნება, ლიტერატურა, პოეზია, თეატრი და სხვა. ჯგუფმა გამოიცვალა რამოდენიმე სახელი, რაღაც მიზეზების გამო, თუმცა ბოლოს შევჯერდით ოქროს აკვანზე, რომელსაც რათქმაუნდა აქვს თავისი დანიშნულება. ჯგუფში არიან ბავშვები, ვისაც აინტერესებთ მსახიობობა და ჩვენს გაერთიანებაში აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ნიჭი გამოამჟღავნონ. ჯგუფში არიან მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასის მოსწავლეები და ყოველ ოთხშაბათს ვიკრიბებით, ახლა კი ორ პიესაზე ვმუშაობთ.

როდესაც პირველად შევიკრიბეთ, ჩვენ დავწერეთ გეგმა თუ რის გაგეკეთებას ვაპირებთ მომავალში. ახლა ვმუშაობთ პიესაზე, რომელიც ჩემმა მოსწავლემ დაწერა და პარალელურად მუშაობა დავიწყეთ ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი"-ზე ასევე გეგმაში გვაქვს ლიტერატურული (პოეზიის) საღამოები, შემეცნებით ექსკურსიები და ვიქტორინები.



როგორც ვაკვირდები, ბავშვებს უფრო მოწონთ პიესები, როდესაც ისინი როლში შედიან და ანსახიერებენ სხვადასხვა პერსონაჟის როლებს. რადგან კაზრეთში არ გვაქვს იმისი საშუალება, რომ გვქონდეს დრამატული წრეები, ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდებს აქვთ საშუალება ამ ჯგუფში გამოამჟღავნონ თავიანთი ნიჭი.” - ამბობს ლელა წიკლაური ჩვენთან ინტერვიუში

,,kazretipress”-თან ინტერვიუში ლიტერატურულ ჯგუფზე ერთ-ერთმა მონაწილემ, ბექა ლეკიშვილმაც ისაუბრა

,,ახლა ვდგამთ სპექტაკლს, "კაცია ადამიანი". ვფიქრობ ბავშვებს ძალიან მოწონთ, რადგან ვეცნობით ძველ კულტურას და წესებს.

მე მომწონს პოეზიის საღამოები, რადგან აქ ვკითხულობთ ლექსებს, ვმუშაობთ სიმღერებზეც, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

ბავშვები ვეცნობით სხვადასხვა პიესებს, ძველ ფილმებს და ასევე ჩვენი მეტყველებაც უკეთესი ხდება.”

ლიტერატურული კლუბი ,, ოქროს აკვანი” აქტიურად მუშაობს პიესებზე და მომავალში ბევრ სიახლეს გვპირდება.


ინტერვიუ მარია სხირტლაძესთან (ჯგუფის ერთ-ერთი წევრი):

ჯერ ახლა შევქმენით ეს კლუბი და ძირითადად ვდგავთ პიესებს, სპექტაკლებს და ვკითხულობთ ლექსებს

მე ყველაზე მეტად მომწონს პიესები, რაც ჩემთვის საინტერესოა, ასევე შემიძლია რომ ჩემი ნიჭი გამოვამჟღავნო და გავაკეთო ის რაც მომწონს

ჯგუფში ვართ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და ყველას გააჩნია საკუთარი აზრი, თუმცა მე მაინც ვფიქრობ ყველას მაინც პიესები ყველაზე მეტად მოწონთ. ახლა ვდგავთ ჩვენი თანაკლასელის დაწერილ პიესას რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონათ.


ავტორი: ლიზი გიორგაძე

ფოტო: ანა სიმონიშვილი

63 views

コメント


bottom of page