top of page

,,აუღწერელია ის სიხარული, რომელიც ამ ახალგაზრდების აღმოჩენით მივიღეთ"-,,არტ-სკოლა" ბოლნისში

სასკოლო თეატრალურმა ფესტივალმა ,,არტ-სკოლამ" ბოლნისში სტარტი აიღო. ფესტივალი 2014 წლიდან არსებობს. მან მოიარა ქ.რუსთავი აქტიურად და წარმატებით ხორციელდება ქ.თბილისში და წელს ბოლნისიც შემატა. მიუხედავად იმისა,რომ წელს პირველი სეზონი იყო, ქალაქში, ახალგაზრდებში და მასწავლებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია და საბოლოოდ 7 სკოლა ჩაერთო აღნიშნულ ფესტივალში.ფესტივალი სხვა ფესტივალებიდან იმით გამოირჩევა, რომ აუცილებელი პირობაა დაიწეროს პიესა, ეტიუდი,მოთხრობა,ჩანახატი მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ, რომელსაც სპექტაკლის სახით განახორციელებენ სცენაზე 25-45წუთის განმავლობაში.

ფესტივალის ორგანიზატორია ქალბატონი სოფიო კალანდაძე. ხოლო იურის წევრებს მასთან ერთად შადგენდნენ: ზაზა კოლელიშვილი, ნინია(ნინო)სადღობელაშვილი, დათო დარჩია და ბესო ბაჯელაძე.


სოფიო კალანდაძესაუბრობს ფესსტივალის შესახებ:

,,მინდა ავრნიშნო რომ გამორჩეული, საინტერესო თემატიკით სავსე იყო ეს სეზონი როგორც დრამარტურგიულად ისე თეატრალური სინტეზური ხელოვნების მიმართულებით. 7 სკოლის სცენარიდან 4 ეძრვნებოდა სისხლისმრვრელი ომის თემას, აფხაზეთს, ოკუპაციას.ერთი _ ემიგრაციის თემას და დანარჩენი ორი გახლათ ყველასათვის ცნობილი მაკნატუნას გადაკეტებული ვერსია და შექსპირი ქართულ _ ინგლისური ინსცენირება.

ფესტივალის მიზანი შექმნის დღიდან გახლავთ არაფორნალური განათლების დანერგვა და გატარება ახალგაზრდებში. თეატრალური ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვიძება და ამ მნიშვნელოვანი დარგის დანერგვა, რადგან ემ სინტეზური ხელოვნება აერთიანებს .მწერლობას, მხატვრობას,რეჟისურას, ქორეოგრაფიას, მუსიკას , სამსახიობო ოსტატობას მსურდა ახალგაზრდები ინტერესის სფერო გამხდარიყო.ამის განხორციელებაში ამ სფეროს წარმომადგენლები დამიდგნენ გვერდში და ერთად ვქმნით "არტსკოლას" , რადგან გვწამს და გჯერა , რომ სასკოლო თეატრალური ფესტივალი" არტსკოლა" კულტურულად განათლებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

აღუწერელია ის სიხარული , რომელც ამ ახალგაზრდების აღმოჩენით და მათი ნიჭიერების გამოვლენით მივიღეთ და ბედნიერი ვარ რომ ასეთი ნიჭიერი, ლამაზი, გონიერი მომავალი თაობა მოდის , რომლის ფიქრი არის წარსულიც და მომავალიც, ამიტომ მინდა ნათელი ხვალინდელი დღე ვუსურვო მათ."

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის გამარჯვებული დასი, რომელიც ,,გრან-პრი_ს"მფლობელი გახდა, დ.კაზრეთის N1 საჯარო სკოლის თეატრალური დასი ,, ქიმერიონია". მათ ჟიურის წარუდგინეს სპექტაკლი ,,ორი ომი". სცენარის ავტორები სკოლის მოსწავლეები ანი მაისურაძე და მიხეილ სარუხანიანი არიან.













,, თავდაპირველად სცენარის შექმნის მოტივი, ჩემთვისაც და მიშოსთვისაც არის იმაზე ფიქრი,რომ ეს სცენარი შესაძლოა რაღაც რეალობად აქციო. მსგავსი თემატკა ავირჩიეთ იქედან გამომდინარე,რომ სასში კარგად ჩანს ახალგაზრდების ხმა, კარგად ჩანს ნაფიქრი. რომ არა ,,არტ-სკოლა" აუცილებლად გავაცნობდით აუდიტორიას სპექტაკლს, თუმცა დროში იმაზე მეტად გაიწელებოდა ვიდრე რეალირად დასჭირდა. ვფიქრობ,რომ სპექტაკლი შედგა. მასში წვლილი თითოეულმა იმ ადამიანმა შიტანა ვინც მონაწილეობა მიიღო არა მარტო სპექტაკლში, ანუ არა მხოლოდ მსახიობებმა, მასწავლებელმა, რეჟისორმა ან ტექნიკურმა ხელმძრვანელებმა, არამედ დამსწრე საზოგადოებამაც."



მსახიობების აზრით, სპექტაკლლი შედგა. ისინი ფიქრობენ,რომ გამარჯვებას რეპეტიციების მმენტშიც გრძნობდნენ, რადგან მათი თქმით თითოეულ მათგანს გააზრებული ჰქონდა ის პასუხისმგებლობა,რომელიც საკუთარ თავზე აიღეს. ისინა მადლიერნი არიან,რომ ,,არტ-სკოლა"მ მისცა საშუალება ინდივიდებში მსახიობური უნარები აღმოეჩინათ ან გამოეცადათ ეს პროფეესია.

ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მიხეილ სარუხანიანი ამბობს:

,, ვფიქრობ, ეს კონკურსი ძალიან ორიგინალური და საჭიროა. შეიძლება ითქვას, დღეს თეატრი არ არის ისეთ ზენიტში, როგორშიც ადრე იყო, ამიტომ ,,არტ-სკოლის" ფესტივალი ზუსტი რამაა კვლავ პოპულარიზაციის გასაზრდელად. ამავდროულად, ააქტიურებს ახალგაზრდებს და აძლევს შანსს, რომ თავიანთი ფიქრები თუ შემოქმედება გადმოიტანონ სცენაზე და საზოგადოებას აჩვენონ.,,არტ-სკოლამ" მომცა ის, რაც ჩემს ცხოვრებას აკლდა. მე ბავშვობაშივე ავედი სცენაზე და სულ ვოცნებობდი, რომ ჩემთვის ეს ნეტარება ვინმეს ეჩუქებინება, რასაც თეატრში თამაში ჰქვია. აქამდეც იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ამის შანსს მაძლევდნენ და ,,არტ-სკოლამ" კიდევ უფრო გამიღრმავა სიყვარული თეატრისადმი. თანაც, ახლა უკვე სცენარებს მხოლოდ ჩემთვის აღარ ვწერ, არამედ იმ საყვარელი ხალხისთვის ვინც დარბაზში იმყოფებიან და ენერგიებს მიცვლიან.უკვე რამდენიმე წელია ჩემი ცხოვრების პროფესია გადაწყვეტილი მაქვს. უფრო სწორად - პროფესიები. ერთ-ერთი დრამატურგია, რეჟისურა და მსახიობობა იყო. ამ პროექტმა კი, როგორც უკვე ვახსენე, გამიმძაფრა გრძნობა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მე ეს შემიძლია".


コメント


bottom of page