top of page

შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ.

24 თებერვალს, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის, შემოქმედებითი და თეატრალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები: ლიზი გიორგაძე, მარიამ სოსელია, ანი მაისურაძე, მიშო სარუხანიანი და ნანი გოჩაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ლელა წიკლაურთან ერთად, ბოლნისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში ,საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრა ეხებოდა დაწერილი პიესების განხილვასა და უშუალოდ დრამატურგიის მიმოხილვას. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. დამსწრე პირებმა, ორგანიზატორ, სოფიო კალანდაძესთან ერთად, მიმოიხილეს ფესტივალის დეტალები, ისაუბრეს პიესათა ხარისხზე, უშუალოდ სპექტაკლის ჩვენების თარიღი გათვალეს და დღეები კენჭისყრის საშუალებით გადაინაწილეს. ბოლნისის თეატრალური ფესტივალი "არტ სკოლა" სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აძლევს, როგორც თეატრალური, ისევე მწერლობისა და შემოქმედების მხრივ შესაძლებლობების გამომჟღავნების შანსს. საინფორმაციო შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, რაც მთავარია მოსწავლეებს წინ მრავალი სიახლეები ელით, ისინი საკუთარ ბედს თეატრის

სცენაზე, ძალიან მალე ცდიან.


ავტორი: მარიამ სოსელია





36 views

Comments


bottom of page