top of page

კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუდმივ რეჟიმში ეცნობიან მხატვრულ ნაწარმოებებს.

კაზრეთის N1საჯარო სკოლის მოსწავლეები მუდმივ რეჟიმში ეცნობიან მხატვრულ, ასევე თანამედროვე ლიტერატურასა და სხვადასხვა მწერლების ნაწარმოებებს. თითოეულ მათგანს აქვს გამორჩეული წიგნი,რომელსაც განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევს.ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლე გამოვკითხე და მათ დავუსვი ორადორი შეკითხვა:"რომელია შენი საყვარელი წიგნი"? "რატომ ურჩევდი ამ წიგნის წაკითხვას თანატოლებსა და თანამედროვე მკითხველს?. თითოეული მათგანის პასუხი ამ კითხვებზე,ძალიან საინტერესო მოსასმენი აღმოჩნდა. VIIIგ კლასის მოსწავლე ნათია ყაფლანიშვილი:

"ჩემისაყვარელიწიგნიაენჯითომასის ,,ღვარძლი, რომელსაცთესავ". იმიტომ, რომისკარგადგვიჩვენებსთინეიჯერიგოგონასპრობლემებსდაიმასთურისიგავლაუწევსცხოვრებაშიფერადკანიანადამიანს.მევურჩევდიამწიგნსჩემსთანატოლებსიმიტომ, რომისკარგადგვიჩვენებს 2020-21 წლებშიმომხდარი,, black lifes matter" აქციისმიზეზს. გვაძლევსგამოცდილებას,მოგვითხრობსსტერეოტიპებსადაუამრავმნიშვნელოვანსაკითხებზეასევეარისძალიანსაინტერესოდასასიამოვნოწასაკითხი".


VIIIგკლასისმოსწავლემაგდამახარაშვილი:

"ჩემისაყვარელიწიგნია,თამარგეგეშიძის:,,საშლელები"ვფიქრობ,ესწიგნიშესანიშნავადგადმოსცემს 13წლისმოზარდისპრობლემებს,ცხოვრებისეულ,ყოველდღიურშემთხვევებსადადაძაბულობებსმასწავლებლებსადამოსწავლეებსშორის.მევურჩევდიამწიგნისწაკითხვასჩემთანატოლებს,რადგანისინიამისშემდეგუკეთგაუგებენერთმანეთს,ჩემიაზრით,ესწიგნიუნდაწაიკითხონარამხოლოდმოსწავლეებმაარამედმასწავლებლებმაც."


VIII გ კლასის მოსწავლე ლიზი გიორგაძე:

,,ჩემი საყვარელი წიგნია,ჰალიდ ხოსეინის :,,ფრანით მორბენალი".ჩემთვის ეს წიგნი ძალიან საინტერესოა, დაფუძნებულია ცხოვრებისეულ მაგალითზე,რაც ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელია.ამიტომ ყველას ვურჩევდი ამ რომანის წაკითხვას."



IXბ კლასის მოსწავლე ანანო ავქოფაშვილი:

"ჩემი საყვარელი წიგნი არის,ჯეკ ლონდონის:,, მარტინ იდენი". პირველ რიგში, ეს წიგნი

მოულოდნელობებით სავსეა, რაც ჩემთვის მეტად საინტერესოს ხდის წიგნის კითხვის პროცესს. ვფიქრობ, ის მოტივაცია, ის მონდომება რაც ამ წიგნშია გადმოცემული ყველა ადამიანისთვის მაგალითი უნდა იყოს და ყველა უნდა ეცადოს რაღაცით მარტინს დაემსგავსოს. გამიგია ასეთი ფრაზა, მარტინ იდენი თუ არ წაგიკითხავს, დიდი რამე გამოგიტოვებია ამ ცხოვრებაშიო და არ შემიძლია არ დავეთანხმო ამას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ - ერთი წიგნი, რომელმაც განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია ჩემში და სხვა ყველაფერთან ერთად, ესაც არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომ მიყვარს ყველაზე მეტად ,,მარტინ იდენი."


Xბ კლასის მოსწავლე ანი მენაბდიშვილი:

ჩემი საყვარელი წიგნია, ალექსანდრე დიუმას: ,,გრაფი-მონტე კრისტო".იმდენად საინტერესოა, შინაარსის განვითარებით, რომ ვერ მივხვდი როდის ჩავამთავრე. არადა საკმაოდ დიდი წიგნია. მკითხველებს გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს სიამოვნება და წიგნის მოცულობამ არ შეგაშინოთ,რადგან ნამდვილად არ ინანებთ." Xა კლასის მოსწავლე მარიამ გვარაძე: ჩემი საყვარელი წიგნია:ჰალიდ ხოსეინის ,,ფრანით მორბენალი".ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნი, რადგან ამ წიგნის კითხვის დროს დავკარგე დროის შეგრძნება ეს ის იყო, რამაც ჩემში უსაზღვრო ემოცია გამოიწვია და ვერც წავიკითხე ცრემლების გარეშე". ავტორი :მარიამ სოსელია ფოტო:ანა სიმონიშვილი

74 views

Comments


bottom of page