დაახლოებით ექვსი თვეა,რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტი, იგივე ახალგაზრდული საბჭო აქტიურად მუშაობს,ანხორციელებს არაერთ მოხალისეობრივ, საინტერესო, შემეცნებით და ნაყოფიერ აქტივობებს. კომიტეტის წევრები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გეგმავენ პროექტებს,თავადვე არიან ინიციატორები არაერთი პროდუქტიულად წამოწყებული და წარმატებით დაგვირგვინებული საქმიანობისა,რომელშიც ბევრი ახალგაზრდაა ჩართული.ახალგაზრდული საბჭოს მთავარი ხელმძღვანელი,გახლავთ გიორგი სარცკოვი,ხოლო საბჭოს თავჯდომარე - ლუკა გაბიძაშვილი. აღსანიშნავია,ისიც,რომ აღნიშნული საბჭოს წევრები და ასევე აქტიური ახალგაზრდები,გახლავთ ჩვენი სკოლის 3 წარჩინებული მოსწავლე:
ნინი მოსეშვილი,სოფო ყაფლანიშვილი და მიხეილ სარუხანიანი, რომელთაგანაც 2-მა სწავლა გასულ წელს დაამთავრა.
დაგეგმილი პროექტების ფარგლებში,ხორციელდება არაერთი აქტივობა,სკოლის მოსწავლეები კაზრეთიდან და ბოლნისიდან ,სიამოვნებით ერთვებიან შემეცნებითი სახის საქმიანობებში.
ახალგაზრდული საბჭო, წევრთა ინიციატივით, ანხორციელებს პროექტებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა: ეკონომიკა, ადამიანთა უფლებები, პოლიტიკა,იდეოლოგიები, ასევე დგამენ ფორუმ თეატრებს,ძალადობის, დემოკრატიის, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებების და იმ რელევანტური თემების შესახებ,რომელთა მაშტაბებიც დღესდღეობით, სამწუხაროდ კიდევ უფრო პრობლემატური ხდება, აწყობენ საქველმოქმედო ფილმის ჩვენებებს. ასევე ეხმარებიან იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყოველივე სჭირდებათ და ძალებს არ იშურებენ, რომ წვლილი შეიტანონ ტოლერანტობის და ურთიერთპატივისცემის დონის ამაღლების საკითხში. მთავარი მიზანი,მოსწავლეების დაინტერესება და თემის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილია, რისთვისაც კომიტეტის წევრები დიდი გულმოდგინებით მუშაობენ.
უშუალოდ დეტალებზე,უფლება-მოვალეობებზე, ზოგადად ფუნქციონირების და მართვის მექანიზმზე,ახალგაზრდული საბჭოს წევრების ლიდერი, ლუკა გაბიძაშვილი საუბრობს:
,, ბოლნისის მერიის ახალგაზდული საბჭოს რამდენიმე მთავარი ამოცანა აქვს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული საკითხების გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიტანა და ამ შემდეგში ადვოკატირება. ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა მუნიციპალიტეტის გამოწვევების და
აქტუალური საკითხების მიხედვით საგანმანათლებლო, სოციალური, კულტურული და სხვა სახის აქტივობების ჩატარება. საბჭოს დებულების მიხედვით ასევე აქვს სარეკომენდაციო ხასიათის საქმიანობაც, რაშიც იგულისხმება რომ საბჭო კონკრეტული საკითხის მიმართ წარუდგენს რეკომენდაციას მერიას და ამ საკითხს გაუწევს ადვოკატირებას.
ბოლნისის მერიის ახალგაზრდული საბჭო ახალი შემადგენლობით სულ რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და ამ პერიოდში განახორციელა, საგანმანათბლო და სოციალური ხასიათის პროექტები, შეიძინა პარტნიორები და ამ დროისთვისაც ორი აქტიური პროექტი მიმდინარეობს ჩვენ პარტნიორებთან ერთად. მერიის ახალგაზრდული საბჭოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდასთან ითანამშრომლოს და დაუჭიროს მათ იდეებსა და სურვილებს მხარი, მათი თემისა და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლისპროცესში. შესაბამისად ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია მიმართოს საბჭოს თუ აქვს იდეა ან სურვილი. საბჭო სიამოვნებით იმუშავებს მათთან ერთად.
მე საბჭოს თავჯდომარე ვარ, რაც საბჭო ახალი შემადგენლობით ჩამოყალიბდა, სულ რამდენიმე თვეა. ჩემთვის ძაან დიდი პასუხისმგებლობაა ეს მოხალისეობრივი საქმიანობა და ვაფასებ საბჭოს წევრების ნდობას, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი საინტერესო გამოცდილებას მანიჭებს, დამატებით მაძლევს ჩემთვის მთავარ ბენეფიტს, რაშიც ვგულისხმობ, რომ ჩემი ქალაქისთვის შემიძლია რაღაც კარგი გავაკეთო და მშობლიური თემისთვის შევქმნა და შევცვალო უკეთესობისკენ.
ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მერიის ახალგაზრდული საბჭოს არსებობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტისთვის. საბჭო წარმოადგენს მუნიციპალურ ყველაზე მაღალ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსთან არსებულ სათათბიროს, საბჭოში მყოფ ახალგაზრდებს შეუძლიათ აქტიურად გაუწიონ ადვოკატირება აქტუალურ და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვან თემებს. შესაბამისად ახალგაზრდებს ყავთ წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, რაც უმნიშვნელოვანესი დატვირთვის მატარებელია დემოკრატიულ საზოგადოებისათვის, რომელსაც სურს რეალურად წარმატებული მომავალი.
დამატებით მინდა ავღნიშნო, საბჭო თავის მუშაობით ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები არ არიან საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც უცდიან ვიღაცას შეუქმნას უკეთესი რეალობა, უკეთესი მომავლის პერსპექტივით, არამედ ახალგაზრდები არინ საზოგადოების ნაწილი, რომელთაც აქ და ახლა შეუძლიათ რეალური ცვლილებების მოტანა თავისივე უკეთესი მომავლის პერსპექტივისათვის”.
პიარ-მენეჯერი, კაზრეთის N1სკოლის მოსწავლე, სოფო ყაფლანიშვილი, (რომელმაც გასულ წელს დაასრულა სწავლა ) აკეთებს კომენტარს:
,,საბჭოს განახლების თანავე გავხდი წევრი, პიარი ინფორმირებულობასა და ახალგაზრდებთან ურთიერთობას მოიაზრებს, მაგრამ მინდა ავღნიშნო ის, რომ როლების მიუხედავად საბჭოს ყველა წევრი ვასრულებთ თანაბარ სამუშაოს, ერთად ვვითარდებით და მრავალ საინტერესო-პროდუქტიულ ინიციატივას გპირდებით.”
საბჭოს მუშაობა,უდავოდ,უწყობს ხელს თემში არსებული აქტუალური პრობლემების წინ წამოწევასა და მნიშვნელოვან საკითხებზე პროექტების დაგეგმა -განხორციელებას,ასევე სკოლის მოსწავლეთა ჩართულობის დონის ამაღლებას.
კაზრეთიპრესი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრულ საბჭოს,რომლის წევრებიც ხალხს ძალიან ბევრ ახალ და ნაყოფიერ სიახლეს ჰპირდებიან სამომავლოდ.
ავტორი: მარიამ სოსელია
ფოტო: ბოლნისის მერიის ახალგაზრდული საბჭო
Comments